logo
ENG



პუტინს "გამარჯვება" კიმ ჩენ ინმა, ლუკაშენკომ, ალიევმა, ირანის, ტაჯიკეთის ლიდერებმა მიულოცეს

18 მარ 202413:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/18/ceh61a459ewyf7g.jpg

რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად მე-5 ვადით არჩევა და "გამარჯვება" მიულოცა. ერთ-ერთი პირველი, ვინც პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იყო. კიმ ჩენ ინის წერილს პუტინს მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის ელჩი გადასცემს.

რუსული პროპაგანდისტული მედია TASS წერს, რომ ვლადიმერ პუტინს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაურეკა და გამარჯვება მიულოცა. ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურში თქვეს, რომ ლუკაშენკომ "ბელარუსი ხალხის სახელით რუს კოლეგას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა".

პუტინს გამარჯვება ასევე მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რასიმ, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მიროზიიოევ, რომელმაც "მისალოც წერილში" თქვა, რომ "ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა და შედეგი აჩვენებს მოსახლეობის უპირობო ნდობას ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კურსის მიმართ". პუტინმა ასევე მილოცვები მიიღო ტაჯიკეთის, ნიკარაგუისა და ვენესუალას ლიდერებისგანაც.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და გუშინ, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი. ბოლო მონაცემებით, არჩევნებში 87.97%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. 

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.

მხოლოდ გუშინ 14 ქალაქში, სულ მცირე, 51 ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველთა თქმით, დაკავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ყაზანსა და მოსკოვში დაფიქსირდა.

გუშინ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ საარჩევნო უბნებთან აქცია გამართა. 

კერძოდ, აქციის - "შუადღე პუტინის წინააღმდეგ", მთავარი მიზანი პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ან საარჩევნო ბიულეტენის დაზიანებაა.

დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა, აქციას ნავალნის "ანდერძი" უწოდეს.


close დახურვა